გია ჯაფარიძე - თავაზიანობისა და ზრდილობის ფარგლებში დაასხა თავს ლაფი გერმანიის ელჩმა "ქართულ ოცნებას"


ავტორი
Front News საქართველო
თავაზიანობისა და ზრდილობის ფარგლებში დაასხა თავს ლაფი გერმანიის ელჩმა "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის არ თვლის, რომ გებელსს ჰქონოდა ისეთი პროპაგანდა, როგორიც აქვს "ქართულ ოცნებას" და ირაკლი კობახიძეს.
"ასეთი ტიპის შეფასებებს 2004 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში არსებულ ხელისუფლებაზე ვერსად ვერ ნახავთ, მაგრამ ყოველდღე ნახავთ შეფასებას ივანიშვილის რეჟიმის, როგორც ტოტალიტარიზმის ფაზას. იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში, ყველა თამამად უწოდებს ავტოკრატიას და ავტორიტარიზმს.
მე არ მგონია, რომ გებელსს ჰქონოდა ისეთი პროპაგანდა, როგორიც აქვს "ქართულ ოცნებას" და ირაკლი კობახიძეს. ეს გებელსიც არ იყო შემთხვევით ნახსენები, ამის ხსენება "ქართული ოცნებისგან" დაკავშირებული იყო კიდევ ერთ მცდელობასთან, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, ევროპელი დიპლომატებისთვის და განსაკუთრებით იყო მიზანში ამოღებული გერმანია, გერმანია განსაკუთრებით უშლით მათ ნერვებს, ამას გერმანიის ელჩი გამოეხმაურა, რომელიც იყო უკიდურესად დიპლომატიური, მაგრამ ამავდროულად, სილაზე უფრო მეტი, რომელიც გაულაწუნა გერმანიის ელჩმა დელიკატურად. თავაზიანობისა და ზრდილობის ფარგლებში დაასხა თავს ლაფი გერმანიის ელჩმა "ქართულ ოცნებას", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტყუილები და განცხადებები, რაც ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან კეთდება, გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა. აღნიშნულს კი საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინების და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია.
თაგები:
გია ჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს