
ავტორი
Front News საქართველო
წინასწარ ჩვენი გეგმების და ჩანაფიქრების გამჟღავნება არ ხდება, არა ერთხელ მითქვამს, რომ არავინ მოწინააღმდეგეს წინასწარ არ უშლის თავის კარტებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი შეინიშნება.
“ქართულ საზოგადოებაში მუხტი არის. ეს არის პროცესი, გეგმები, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინი. დღესაც ნახავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება, მიუხედავად ცივი ამინდისა.
წინასწარ ჩვენი გეგმების და ჩანაფიქრების გამჟღავნება არ ხდება, არა ერთხელ მითქვამს, რომ არავინ მოწინააღმდეგეს წინასწარ არ უშლის თავის კარტებს. პროცესი ისე მიდის, როგორც გვაქვს დაგეგმილი. შეუძლებელია, რომ მთელი თვის თუ ორი თვის განმავლობაში ვითხოვდეთ, რომ ქუჩაში გვქონდეს მუდმივად ხალხმრავალი აქციები. აქციები იქნება ისეთი და იმ დოზით და ისეთ მოულოდნელ ლოკაციაზე, რომელსაც ექნება საბოლოო ჯამში ამ დასახულ მიზნამდე ეფექტურად მისვლის წარმატებული შედეგი”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
თაგები:
გია ჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს