
ავტორი
Front News საქართველო
29-ში ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოიყვანენ და იქ არანაირი სულისკვეთება არ იქნება. ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტი დარჩა ძალის დემონსტრირება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნება” დაინტერესებულია კონფლიქტების პროვოცირებით.
“კალაძემ მორიგი მარგალიტი გაახმოვანა, რომ ჩვენ ევროპულ კოლეგებს დავეხმარებით აგენტების მმართველობის დამარცხებაშიო. ეტყობა, არიან ადამიანები, რომელთაც ამ იდიოტიზმის სჯერათ. ან არ არიან და კახი კალაძე საკუთარი ოჯახის წევრებს ატყუებს.
29-ში ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოიყვანენ და იქ არანაირი სულისკვეთება არ იქნება. ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტი დარჩა ძალის დემონსტრირება. ისინი დაინტერესებული არიან გარკვეული კონფლიქტების პროვოცირებაში. ხელისუფლების გეგმა გასაგებია. 29-ის აქციას აქციას ვერ ვუწოდებ. ვითომ ძალის დემონსტრირება და სახალხო მხარდაჭერის იმიტაციაა. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის 85%-ს უნდა ევროკავშირი”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს