
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას და სოფო ჯაფარიძის ტანდემს “ნაციონალურ მოძრაობაში” ვითარების დასტაბილურება შეუძლია.
ხუხაშვილის თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ახლა ორად არის გახლეჩილი და დეგრადაციის პროცესი გაგრძელდება.
“მე არ ვიცი, გვარამიას რა მიზნები აქვს… გვარამიას და სოფო ჯაფარიძის ტანდემი… ამ ორ ადამიანს ტანდემში, ჩემი აზრით, შეუძლია პარტიის დასტაბილურება-შენარჩუნება ანუ ემოციის და რაციონის მორიგება თუნდაც გარკვეული პერიოდით იმისთვის, რომ არჩევნებამდე მაინც როგორღაც მიაღწევინონ, იმიტომ, რომ ხაბეიშვილის ხელში ეს შეუძლებელია, ანუ დეგრადაციის პროცესი გაგრძელდება.
პარტია, ფაქტობრივად, უკვე გაყოფილია. პარტია, როგორც ერთიანი ორგანიზმი დიდი ხანია, უკვე აღარ არსებობს. რაც არ უნდა ილუზია შექმნან, ეს არის მოცემულობა. თუ ეს ორი ადამიანი ამას დათანხმდა და სააკაშვილიც უნდა ამას მიხვდეს, მას სხვა გზა არ აქვს… ერთი პირად წარმომადგენლად დანიშნა და მეორე არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული წონა”, – განაცხადა ხუხაშვილმა “ტვ პირველთან”.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს