Logo

გია ხუხაშვილი – ამ ქსელის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული წევრი გახლდათ ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
1300
Frontnews image description

ექსპერტი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

 

“ჩემი სკანდალური აღიარება და მიმართვა “ხალხის ძალას”

 

2011-2013 წლებში გახლდით საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე. იმ პერიოდში შევქმენი ჯაშუშური ქსელი და ჩავნერგე “ქართულ ოცნებაში”.

 

ამ ქსელის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული წევრი გახლდათ ირაკლი კობახიძე. იმდენად გასაიდუმლოებული, რომ მეც კი მემალებოდა. 

 

საჭიროების შემთხვევაში მოგართმევთ დოკუმენტებს, რომლითაც დასტურდება, რომ მე მას შესრულებულ სამუშაოში გასამრჯელოს ვუხდიდი ჩემივე ხელმოწერით.

 

გთხოვთ შეიყვანოთ “ხუხას გავლენის აგენტების რეესტრში”.

 

P.S. ახლა როცა მაკრიტიკებს, ამასაც ჩემთან შეთანხმებით აკეთებს. თქვენ რომ ეჭვი არ აიღოთ ჩვენს ურთიერთობაზე…”, – წერს ხუხაშვილი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid02JoMmPSE84NjNtetGKMJ2RwwSPNLdAJywkXjVUHHsDoZXGgxDEX4VQJXTidgo7MAcl%26id%3D100000906913618&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”277″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები