
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ ვერაფრით ვერ მოახერხა ამ დიდი პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე გამოსვლა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია პოლიტიკურ კომენტატორად გადაიქცა.
“ჩვენმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ ვერაფრით ვერ მოახერხა ამ დიდი პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე გამოსვლა, შეიძლება ითქვას, რომ მცდელობაც არ ჰქონიათ. უბრალოდ კომენტარებს აკეთებენ ძირითადად, პოლიტიკურ კომენტატორებად იქცნენ. ამიტომ იყო ქალბატონი პრეზიდენტისგან ყურადღება გამახვილებული, რომ ახალი პოლიტიკური ერთეულებია აუცილებელი, თუნდაც ამ ბრძოლის წარმატებით დასასრულებლად.
მე არ მინდა, ოპოზიციას იმედი გადავუწურო, მაგრამ კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდნენ, რასაც ისინი ვერ და ვერ ახერხებენ.
რაც შეეხება ყაველაშვილს, პრობლემა რა არის იცით, კიდევ? როცა არაფერი არ იცი, გგონია, რომ ყველაფერი შეგიძლია. ამ უბედურებაშია ეს კაცი, ტრაგიკული პერსონაჟია და ამას ის ვერ გააცნობიერებს ძალიან დიდხანს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს