
ავტორი
Front News საქართველო
მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტიპის გაერთიანება ამ არჩევნებზე მეორე ადგილზე გავა. მე ვფიქრობ, “ნაციონალურ მოძრაობას” გადაასწრებს ეს გაერთიანება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ძლიერი საქართველოს” და გახარიას გუნდის გაერთიანება სინერგიას ქმნის.
“ამ ორი ჯგუფის გაერთიანება სინერგიას ქმნის. ამომრჩევლისთვის უფრო მარტივად იქნება გასაგები თუ ვის უნდა მისცეს ხმა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი არ არის ერთგვაროვანი, ძირითადად, ორ დიდ ჯგუფად არის გაყოფილი და ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად არიან განწყობილი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტიპის გაერთიანება ამ არჩევნებზე მეორე ადგილზე გავა. მე ვფიქრობ, “ნაციონალურ მოძრაობას” გადაასწრებს ეს გაერთიანება”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია. პრეზიდენტის წინადადება ორივე მხარემ გაიზიარა, თუმცა დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან პირისპირ შეხვედრის გარეშე პრეზიდენტთან მისვლა უპატივცემულობა იქნებოდა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს