
ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთს ეუბნებიან თუ არ მოგწონვართ, აგერ არის რუსეთი და რუსეთში მშვენივრად წავალთო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ზურგი რუსეთისგან აქვს.
“ასეთი ზურგი მხოლოდ რუსეთისგან აქვთ და ეს ნარატივით რუსეთიდან მოდის. ფაქტობრივად, დასავლეთს ეუბნებიან – თუ არ მოგწონვართ, აგერ არის რუსეთი და რუსეთში მშვენივრად წავალთო.
მთავარი ის არის, თუ რას ნიშნავს ხელისუფლების ასეთი ტიპის პოლიტიკა ქვეყნისთვის, რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლების ბუნკერიზაცია უკვე არის ფინალურ ეტაპზე გადასული. სრულად სტერილური გახდა საერთაშორისო გაგებით, სამწუხაროდ, თუ ასე გაგრძელდა მალე დაიწყება სახელმწიფოებრივი სტერილიზაციაც. ამას სახელმწიფო დეგრადაციაც მოჰყვება”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს