
ავტორი
Front News საქართველო
ოთხივე პარტია ამბობს, რომ ამ პარლამენტის დელეგიტიმაცია უნდა მოხდეს, თუმცა განსხვავება ამ პარტიების არის ტაქტიკაში და არა სტრატეგიაში, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებები სწორი გათვლებით უნდა მიიღებოდეს და არამხოლოდ ემოციით.
“ოთხივე პარტია ამბობს, რომ ამ პარლამენტის დელეგიტიმაცია უნდა მოხდეს, თუმცა განსხვავება ამ პარტიების არის ტაქტიკაში და არა სტრატეგიაში. ერთი თვლის, რომ დღესვე უნდა ჩახსნას სიები, მეორე ფიქრობს, რომ ამას გარკვეულ კულმინაციურ დროს გააკეთებს. გახარიას პარტიაც გარკვეულად ამბობს, რომ არანაირი ფორმით ლეგიტიმაციას არსებულ ხელისუფლებას არ მისცემს. სიებს როდის ჩახსნიან და განცხადებებს როდის დაწერენ, არ მგონია, იმდენად პრინციპული საკითხი იყოს, რომ ჩვენ ამაზე დავიხარჯოთ და ნერვები ვიშალოთ.
მე ვფიქრობ, ემოცია პოლიტიკაში საჭიროა, რასაც პოლიტიკური კაპიტალი მოაქვს, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს სწორი გათვლებით”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს