გია ხუხაშვილი – ერთადერთი, ვისაც რიგგარეშე არჩევნები აწყობს, გახარიაა


ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი, ვისაც რიგგარეშე არჩევნები აწყობს, გიორგი გახარიაა.
“ცხადია, რომ 43%-იანი დათქმის ჩაშლა ძალაუფლების დაკარგვის ზღვარგადასულმა შიშმა განაპირობა.
ამასთანავე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც ნაც. მოძრაობაა ამის წინააღმდეგი და აი რატომ:
ხელისუფლების პრობლემა ბარიერთან დაკავშირებით მთლიანად გახარიას გაძლიერებით არის განპირობებული. საკუთრივ ნაც. მოძრაობა ელექტორალურ ზრდას ვერ აჩვენებს. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების შიში აქვთ, რადგან გახარიას ვერ მოიაზრებენ საკუთარ კოალიციაში და შესაბამისად ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა ძალიან სუსტია.
არც სხვა მცირე პარტიებს აწყობთ რიგგარეშე, რადგან საკუთარი რესურსებით ელექტორალურ ბაზას ვერ აფართოვებენ.
მოკლედ, ერთადერთი, ვისაც რიგგარეშე არჩევნები აწყობს, გახარიაა”, – აცხადებს ხუხაშვილი.


გია ხუხაშვილი – ერთადერთი გზა, რომელიც ისტორიის სწორ გზაზე გაგვიყვანს არის მარტივი

გია ხუხაშვილი – ომი სწორედ იმას უნდა, ვისაც ეს ერთიანობა უკეთესი მომავლისთვის არ მოსწონს

ირაკლი კობახიძე – თეორიულად რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, პარლამენტი აირჩევა იგივე სისტემით, 120/30-ზე, რაც არაფერში არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას