გია ხუხაშვილი – ეს თემაც თავისთავად არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ვნახოთ, რა მოხდება სასამართლოში


ავტორი
Front News საქართველო
ვნახოთ, რა მოხდება სასამართლოში, ვინ, რომელი მოსამართლე ზის ივანიშვილის ჯიბეში და რომელმა მოსამართლემ შეინარჩუნა ერთგულება და ღირსება ქვეყნის კონსტიტუციისა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ რომც არ დააკმაყოფილოს მოთხოვნა, თუ რამდენიმე მოსამართლე ამ კანონის საწინააღმდეგო მოსაზრებას დააფიქსირებს, ესეც შედეგი იქნება.
“საკონსტიტუციო სასამართლომ, რომც არ შეაჩეროს ამ კანონის მოქმედება ან თუნდაც საერთოდ არ მიიღოს სარჩელი წარმოებაში, თუ რამდენიმე მოსამართლეს ექნება საწინააღმდეგო მოსაზრება, ეს თავისთავად უკვე შედეგი იქნება გარკვეულწილად, იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით მაინც პოლიტიკურ პროცესში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს კანონი მაინც ვერ ამოქმედდება ისე, როგორც ხელისუფლებას უნდა არჩევნებამდე, ეს სრულიად ცხადია. ასე რომ, ეს თემაც თავისთავად არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ვნახოთ, რა მოხდება სასამართლოში, ვინ, რომელი მოსამართლე ზის ივანიშვილის ჯიბეში და რომელმა მოსამართლემ შეინარჩუნა ერთგულება და ღირსება ქვეყნის კონსტიტუციისა. გარკვეული ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს ახლა მთლიანად საზოგადოებაში”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნი ორი სარჩელი მზადაა. პირველი საკონსტიტუციო სარჩელი პრეზიდენტის ავტორობით გაიგზავნა. სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნაა, კანონი ანტიკონსტიტუციურად ცნონ.
თაგები:
გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი – სადისტები არიან, ფუნთუშებზე გაზრდილი ღლაპები ქვეყანას მართავენ და არც ესმით კაცობა რა არის, ღირსება რა არის

გია ხუხაშვილი – ეს არის ყოვლისმომცველი შიში ძალაუფლების დაკარგვის და შესაბამისი არაადეკვატური, აფექტური მოქმედებები

ლევან ალაფიშვილი – ვიმედოვნებ, საკონსტიტუციო სასამართლოში არის 5 და მეტი მოსამართლე, რომელიც იტყვის, რომ ეს კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება