
ავტორი
Front News საქართველო
თვითონ თქვა ბაჩიაშვილმა გუშინ ეთერში, რომ ამასაც არკვევენ, რეალურად გავედი თუ არ გავედიო. რა თქმა უნდა, გავიდა, რომ არ გასულიყო, არ ჩაერთვებოდა გუშინ, პირდაპირ გეტყვით, – ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების ოპერაცია პროფესიონალურად იყო მომზადებული.
“შეიძლებოდა ვირტუალურ სივრცეში ეაქტიურა, მაგრამ, სატელევიზიო ჩართვას ის საქართველოს ტერიტორიიდან არ გააკეთებდა, იმიტომ, რომ ამას სჭირდება ინტერნეტი და მისი მიგნება ასეთი ხანგრძლივი ჩართვის დროს, ძალიან მაღალი რისკის ქვეშ უნდა დაეყენებინა თავისი თავი. რა თქმა უნდა, ის გასულია და ოპერაცია იყო ძალიან პროფესიონალურად მომზადებული. დაწყებული სახლიდან გამოსვლის მომენტიდან, იმიტომ, რომ გამოსვლაც ძალიან პრობლემატური იყო ისეთი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იყო – გამოსვლიდან დაწყებული, მარშრუტები, გადაფრენები, ტრანსპორტირება, ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ის სომხეთშიც არ არის უკვე დიდი ხანია, გუშინ რომ ერთვებოდა სომხეთიც დატოვებული ჰქონდა და უკვე იყო რომელიმე დასავლურ ქვეყანაში და სპეცსამსახურების კურაციის ქვეშ. თუ აქამდე ჩუმად იყო რაღაცებზე ბიზნეს-ეთიკიდან გამომდინარე ბიძინაზე [ივანიშვილზე], თუ რამე არ აქვს FBI-სთვის ნათქვამი, ახლა ყველაფერს დაფქვავს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს