
ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გაშვება განპირობებული იყო იმ მოტივებით, რამაც ივანიშვილის ლეგალიზაცია განაპირობა პოლიტიკაში, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილს გაუჩნდა გარკვეული შფოთვები, რის გამოც დაბრუნდა.
“ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გაშვება განპირობებული იყო იმ მოტივებით, რამაც ივანიშვილის ლეგალიზაცია განაპირობა პოლიტიკაში – ის არსადაც არ წასულა, მაგრამ მას გაუჩნდა გარკვეული შფოთვები, გარკვეული მოტივები რის გამოც დაბრუნდა.
საპატიო თავმჯდომარე გახდა მმართველი პარტიის და ამას ჰქონდა ორი მიზეზი – ერთი ის, რომ მას აქვს შფოთვები საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და გარკვეული პოლიტიკური იმუნიტეტის შეძენა გადაწყვიტა და მეორე – რომ უყურებდა ვითარებას, რაღაც შიგნით არ მოსწონდა. მისი მმართველობითი მოდელი ყოველთვის იყო მიმართული იქითკენ, რომ თვითონ ემართა სახელმწიფო და ხელი სხვებზე შეეხოცა.
სინამდვილეში, არსებული მოდელით პირიქით გამოვიდა. ბევრ რამეზე დისტანციაზე მიუშვა მან ეს ბავშვები, რა თქმა უნდა, თვითონ მართავდა ქვეყანას, მაგრამ გარკვეული დიაპაზონი მისცა, თუმცა პასუხისმგებლობა მთლიანად მასზე გადმოვიდა. ანუ, მთელი პრობლემები გადმოვიდა მასზე”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს