
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არის სწორი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
“მიუხედავად იმისა, ქონება გადააფორმა თუ არა, ხელისუფლება იძულებულია აღმოფხვრას კოლიზია სანქციებსა და საქართველოს მოქალაქის “უდანაშაულობის პრეზუმფციას” შორის, რაც აბსურდია, მაგრამ თვითონ შეიყვანეს თავი ამ ხაფანგში.
ახლა იძულებულები არიან ბოლომდე გამოიძიონ ეს საქმე და სასამართლო წესით ან დაადასტურონ, რომ ფარცხალაძე ჯაშუშია, ან თქვან რომ ის ფრთიანი ანგელოზია და წინააღმდეგობაში მოვიდნენ სანქციებთან, შესაბამისი დამანგრეველი შედეგებით.
მოქალაქეობის ჩამორთმევის შემთხვევაში ისინი მარტივად გამოძვრებოდნენ ამ სიტუაციიდან. თუ როგორ, ეს უკვე ტექნიკის საკითხია. ამით თავს არ შეგაწყენთ…”, – წერს ხუხაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს