
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის “მძევალია” და სხვა დღის წესრიგს ვერ ქმნის, – ამის შესახებ Front News-ს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, რამდენად იქნება პარტიაში მიმდინარე პროცესი რეალური განახლებისა და პოზიტივის მომტანი, ჯერჯერობით ამის თქმა ძნელია.
“პარტიაში ეს ცვლილებები არის გარკვეულწილად აღიარება იმისა, რომ აქამდე არსებულმა მიდგომამ შედეგი ვერ მოიტანა. ცვლილებებს იწყებ მაშინ, როდესაც რაღაცას შედეგი არ მოაქვს. რამდენად იქნება ეს პროცესი რეალური განახლებისა და პოზიტივის მომტანი, ჯერჯერობით ამის თქმა ძნელია, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” ახლა არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მძევალი. სხვა დღის წესრიგს ვერ ქმნიან, ეს დღის წესრიგი კი არ არის მაინცდამაინც პერსპექტიული”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს 12 წევრისაგან შედგარი სამდივნოს დაკომპლექტების შესახებ განაცხადა, მანამდე კი პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე აირჩია. პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ბრძოლის ყველა საშუალებას გამოიყენებენ, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნასაც, რომელზეც ამ დრომდე ბოიკოტის გამო უარს ამბობდენ.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს