
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ მასშტაბურ აქციას ეხმაურება.
“დღეს ხალხი იკრიბება არა პოლიტიკური სიმპათიების, ან ერთიანი მსოფლმხედველობის, ან ორგანიზატორების მიმართ დამოკიდებულების გამო, რამაც შეიძლება დაგვყოს და დაგვაპირისპიროს, არამედ იმისთვის, რაც გვაერთიანებს – საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, რისთვისაც სისტემური ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია…
სწორედ ამ ხალხს უნდა მშვიდობა, რომელიც ვერ მიიღწევა სამართლიანობის გარეშე…
ხოლო ომი სწორედ იმას უნდა, ვისაც ეს ერთიანობა უკეთესი მომავლისთვის არ მოსწონს, უიმედო აწმყოში უნდა დაგვტოვოს და ამისთვის ყველაფერს კადრულობს…”, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს