
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის მდგომარეობის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დაკარგვის პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ Front News-ს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას პრობლემები იმის გამო აქვს, რომ ფეხი გლობალურ პროცესებს ვერ აუწყო.
“რა მდგომარეობაშიც ოპოზიცია არის, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დაკარგვის პირდაპირი საფრთხე არ აქვს. თუმცა, გამოდინარე იქედან, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ აუწყო ფეხი ამ მძიმე პროცესებს, რაც გლობალურად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მათ აქვს პრობლემები, მაგრამ არა იმდენად შიდა პოლიტიკური გაგებით, რამდენადაც ზოგად პოლიტიკურ პოზიციონირებასთან დაკავშირებით.
ხელისუფლებას დიდი ხანია, ლეგიტიმაცია არ აქვს. არ უნდა ხალხს ეს ხელისუფლება, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავს, გამომდინარე აქედან, რევოლუციურ სცენარებს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს