
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, ოპოზიცია ჯერ ვერ ახერხებს ადეკვატური ძალის ფორმირებას. “ქართული ოცნება” ცდილობს, სამართლებრივი პროცესის იმიტაცია შექმნას, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი.
“ქართული ოცნების” სტრატეგია გასაგებია, მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ერთგვარი ორჭიდი. ორი მიმართულებით მიდის ეს ბრძოლა, ერთი არის ფიზიკური, ძალისმიერი ერთი მხრიდანაც და მეორედანაც და მეორე სახეობა ამ პოლიტიკური სპორტის არის უფრო მორალის საქმე. ძალის დემონსტრირების მხრივ, ჯერჯერობით ხელისუფლება იგებს, პირდაპირ ვთქვათ – ჩაგრავს საზოგადოებას, ოპოზიციას. რაც შეეხება მორალურ მიმართულებას, იქ პირიქით გვაქვს ვითარება, ფაქტობრივად, ხელისუფლება მორალურად არის გაკოტრებული. ორივე მხარეს სჭირდება პოლიტიკური პროცესის სტაგნაცია. სამწუხაროდ, ოპოზიცია ჯერ ვერ ახერხებს ადეკვატური ძალის ფორმირებას. “ქართული ოცნება” ცდილობს, სამართლებრივი პროცესის იმიტაცია შექმნას, საზოგადოებას გაახსენონ ვითომ რაღაცა”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს