
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიერ რაჭაში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
“რატომ არ უშვებთ, რომ ეს გომელაურმა არა სიბრიყვით, არამედ გამიზნულად თქვა?
ფაქტია, რომ ის ადგილზე არ იყო, ანუ ან გადაწყვეტილებას სხვა იღებდა, ან მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე და შეცდომაში შეიყვანეს.
ახლა მან ამ კომენტარით, ფაქტიურად აღიარა სისტემის მხრიდან პროტოკოლის დარღვევა (თუ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება) და შესაბამისად დანაშაული.
ახლა მთავარი კითხვაა – ვინ მიიღო რეალურად გადაწყვეტილება იმ ღამით სამაშველო ოპერაციის შეწყვეტაზე?
აი, თუნდაც ამიტომ არის აუცილებელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა”, – წერს ხუხაშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0QhHSoiWV51Yjuvrx1qWTNArYSoN9GA12pW6By7WgsM9cxFLc2FW2BYfHX9gAA9gdl%26id%3D100000906913618&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”297″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს