გია ხუხაშვილი - პოლიტიკური დევნილის მანტიას ვერ მოისხამს ღარიბაშვილი, გუშინ ყველაფერი აღიარა

ავტორი
Front News საქართველო
მიზანი არ იყო არავის დაჭერა, მიზანი იყო ფულის ამოღება. ეს მიზანი რომ ვერ შესრულდა, მერე დაიწყეს ამ ვითომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქმე გვაქვს ე.წ. კრიმინალურ "ნაეზდთან".
"ჩვენ საქმე არ გვაქვს მართლმსაჯულებასთან, ჩვენ საქმე გვაქვს ე.წ. კრიმინალურ "ნაეზდთან", "ფული მოიტანე, ბიჭო!", რაშიც ჩართულია პროკურატურა, სუსი, მოსამართლე, ჩაცუცქულები არჩევენ საქმეს.
მიზანი არ იყო არავის დაჭერა, მიზანი იყო ფულის ამოღება. ეს მიზანი რომ ვერ შესრულდა, მერე დაიწყეს ამ ვითომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და ეს ფული რომ შეაგროვოს, რასაც სთხოვენ, ხომ უნდა იმუშაოს? ციხეში როგორ იმუშაოს? უთხრა, რომ - მეო ახლა, ძმაო, ციხეში რომ ჩავჯდე, იქიდან როგორ შევაგროვო ამხელა ფულიო და დამტოვეთ გარეთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პირობები შევასრულოო და სხვებსაც უნდა დაელაპარაკოს, ალბათ.
ახლა დადგა მოსავლის აღების, ცხვრების პარსვის დრო და ერთმა ცხვარმა ითხოვა, რომ სანამ გამპარსავთო კიდევ მოვისახამო, ცოტა ამომივიდეს კიდევ მატყლიო.
პოლიტიკური დევნილის მანტიას ვერ მოისხამს ღარიბაშვილი. გუშინ ყველაფერი აღიარა, გამოგვიცხადეს, რომ აღიარა დანაშაული და პირობა დადო, რომ მეტს აღარ იზამს, მეტს არ მოიპარავს ხვალიდან, დღეიდან წესიერი კაცი გახდა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა, რომელიც 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
თაგები:
გია ხუხაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


