
ავტორი
Front News საქართველო
პრობლემა არა პარტიების ერთად დაჯდომასა და მოლაპარაკებაშია, არამედ ამომრჩევლის უნდობლობაში, – ამის შესახებ Front News-ს ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა სამი პარტიის მიერ ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივის თემაზე განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ამოცანა ამომრჩევლის ნდობის მოპოვებაა.
“აცდენილები არიან საერთოდ იმ პრობლემებს, გზას, რამაც შეიძლება მათ ელექტორალური ფასი გაუზარდოთ. კამერულ სიტუაციაში ერთმანეთთან მოლაპარაკებით არ წყდება ის პრობლემები რაც მათ აქვთ, პრობლემა არა პარტიების ერთად დაჯდომასა და მოლაპარაკებაშია, არამედ პრობლემა არის ამომრჩევლის უნდობლობაში. თუ ხალხის ნდობა არ დაიბრუნეს, ელექტორალური ბაზა არ გაზარდეს, როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, შედეგად რა უნდა მიიღონ?“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
IRI-ის კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ ხმას 25% მისცემდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 12%, “საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ – 3%, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 3%-იანი მხარდაჭერა აქვს, “სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძეს“ – 2%„დროა – ელენე ხოშტარიას“ – 2%.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს