
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რამაც შეიძლება რუსეთი გააღიზიანოს, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ლოგიკურია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანტიდასავლური რიტორიკა სწორედ ახლა გააძლიერეს, როდესაც საქართველოსათვის ევროკავშირთან მეტად დაახლოების რეალური შესაძლებობა გაჩნდა.
“აირჩიეს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, ისინი არ გადადგამენ არცერთ ნაბიჯს, რამაც შეიძლება თეორიულად რუსეთი გააღიზიანოს. ევროკავშირის ან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით პუტინი რომ გაბრაზდეს, რა ქნან მერე? ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა ასეთია დღეს, მათ უნდა აკრიტიკონ დასავლეთი, რომ რუსეთს გააგონონ. რამე რომ იყოს წითელ დროშასაც ავწევთ და ისეთ რამეს არ გავაკეთებთ, რომ შენ გაგაღიზიანო, ამას აჩვენებენ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტის თქმით, საქართველოს მმართველი ძალა დასავლეთს აშანტაჟებს და რუსეთს ალტერნატივად განიხილავს.
“ივანიშვილის ხელისუფლებაში ხვდებიან, რომ ევროკავშირსა და დასავლეთს ჩვენთვის ხელის კვრა არ უნდათ, რადგან ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მაინც თავის აქტივად განგვიხილავენ და ასე უზრდელად აშანტაჟებენ. როდის ამოივსება დასავლეთის მოთმინების ფიალა, ამას ცდიან. ფიქრობენ, გვეტყვიან არას -ეგერ არის რუსეთი, რუსეთს როგორც ალტერნატივას განიხილავენ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს