გია ხუხაშვილი - სასაცილოა, თავისი ფუნქცია ვერ გაუცნობიერებია ამ ხალხს ამ პოლიტიკურ პროცესში


ავტორი
Front News საქართველო
სასაცილოა, თავისი ფუნქცია ვერ გაუცნობიერებია ამ ხალხს ამ პოლიტიკურ პროცესში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროცესებში საჭიროა სარდლობა, მაგრამ პოლიტიკური კლასი პროცესებში სარდლობაზე უარს აცხადებს და ამბობენ, რომ არიან რიგითი ჯარისკაცები.
"რადგან ხელისუფლება მთლიანად ჩამოდის ფსონს, შენ უფრო დიდი ძალის ფორმირება უნდა მოახდინო, რომ ის ძალა დაამარცხო. ესაა ერთგვარი პოლიტიკური ომი.
ოპოზიციური არმია არის დიდი, მაგრამ ფრაგმენტირებული. არმია, რომ გენერალური და ერთიანი გეგმით მოქმედებდეს, ამას სჭირდება სარდლობა და ვინ უნდა უსარდლოს?! ესაა პოლიტიკური კლასი. პოლიტიკური კლასი სარდლობაზე უარს აცხადებს, ისინი ამბობენ, რომ არიან რიგითი ჯარისკაცები და რა არის ამაში საამაყო, ვერ გავიგე. ჩვენ, პოლიტიკოსებს იმისთვის ვქირაობთ, რომ პოლიტიკურ პროცესს უხელმძღვანელონ, თორემ ჯარისკაცები ჩვენც კარგად ვიქნებით.
სასაცილოა, თავისი ფუნქცია ვერ გაუცნობიერებია ამ ხალხს ამ პოლიტიკურ პროცესში.
დღეს ვნახე მელიას განცხადება და გახარიას პარტიის პასუხი, დიდი ბოდიში, მაგრამ ისედაც ურთულესი პროცესი მიდის და პარტიები იმას კი არ უნდა ეძებდნენ, რა აპირისპირებთ, არამედ იმას, რა აერთიანებთ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა