
ავტორი
Front News საქართველო
კი, ბევრი კარგი აქვს გაკეთებული, ჩემთვისაც, სხვათა შორის, რისთვისაც მე მადლიერი ვარ, მაგრამ კარგი რა, სურათები შემოიტანო და ქონების გადასახადი არ გადაიხადო, ეს რაში ჯდება?!, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფერწერულ ტილოებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის ქველმოქმედებას რა ფასი უნდა ჰქონდეს, როდესაც გადასახადებზე ეკონომიას აკეთებს.
“ის, რომ ივანიშვილს სურათები საქართველოში გადმოაქვს, კარგია, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ამის წინააღმდეგი? სხვა საკითხია, რომ მას ქონების გადასახადის გადახდაც არ უნდა და ეს ძალიან სამარცხვინო ქმედებაა, მით უმეტეს, როდესაც არსებობენ ადამიანები სოციალურ გაჭირვებაში. ეს ისეთი სამარცხვინო საქციელია, ამას არ იკადრებს უკანასკნელი ადამიანი. ამის შემდეგ მის ქველმოქმედებას რა ფასი უნდა ჰქონდეს, როდესაც გადასახადებზე ეკონომიას აკეთებს. კი, ბევრი კარგი აქვს გაკეთებული, ჩემთვისაც, სხვათა შორის, რისთვისაც მე მადლიერი ვარ, მაგრამ კარგი რა, სურათები შემოიტანო და ქონების გადასახადი არ გადაიხადო, ეს რაში ჯდება?!”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს