გია ხუხაშვილი - ტალიაშვილი ექსკურსია მძღოლი იქნება, ვისაც ჯერ კიდევ შეეძლება ამერიკაში წასვლა, ექსკურსიაზე ატარებს


ავტორი
Front News საქართველო
ტალიაშვილი ექსკურსია მძღოლი იქნება, ვისაც ჯერ კიდევ შეეძლება ამერიკაში წასვლა, ექსკურსიაზე ატარებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო დროს ელჩებს მეტი ფუნქცია არ აქვთ.
"ექსკურსია მძღოლი იქნება, ვისაც ჯერ კიდევ შეეძლება ამერიკაში წასვლა, ექსკურსიაზე ატარებს. ბოლო წლებში, ყველა ელჩის ფუნქცია ეს არის, არცერთი ელჩი არ არის ფუნქციური. მათი ერთადერთი მოვალეობა არის, ზარქუა აქედან ცოლთან ერთად რომ ჩავა "ჩუსტებით", მაღაზიაში ატაროს და ტალიაშვილი ამას მოახერხებს, "დაგუგლავს", მაღაზიების მისამართებს გაიგებს. წავა ამერიკაში, გაისეირნებს. ამას არავინ არ შეხვდება, კარგა ხანს სტერილური იქნება.
ამერიკა მაინც სტაბილური დემოკრატიის ქვეყანაა, ახასიათებს ტრამპს ექსტრავგანტურობა, მაგრამ იქ ისეთი ფაქტორები მუშაობს, რომ მე არ მგონია, ამერიკის პოლიტიკაში რამე შეიცვალოს ხელისუფლების სასარგებლოდ" , - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება.
თაგები:
გია ხუხაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს