გია ხუხაშვილი - თამაშია აბსოლუტურად ლოგიკური და პოლიტიკურად გამართული იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული პროცესი ელოდება ხელისუფლებას


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის ამოცანაა, რომ მთელი პასუხისმგებლობა ამ ძალიან მძიმე პროცესზე გადაიტანოს კობახიძეზე და ამით მიიღოს გარკვეული მანევრის საშუალება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაშები.
"მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. სწრაფად იმიტომ დაამთავრეს, რომ ეშინოდათ გარეთ პროტესტის და ქურდულად გადარბიან შენობიდან შენობაში, ქუჩაში თავს ვერ ყოფენ.
რაც შეეხება პროცესს, როდესაც ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული ჩინოვნიკები მიდიან და კობახიძის საძმაკაცოთი კომპლექტდება ყველაფერი, ესეც ბიძინას ტაქტიკური თამაშებია, ჩემი აზრით. თამაშია აბსოლუტურად ლოგიკური და პოლიტიკურად გამართული იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული პროცესი ელოდება ხელისუფლებას. ივანიშვილის ამოცანაა, რომ მთელი პასუხისმგებლობა ამ ძალიან მძიმე პროცესზე გადაიტანოს კობახიძეზე და ამით მიიღოს გარკვეული მანევრის საშუალება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე 7 მაისს ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
თაგები:
გია ხუხაშვილი