
ავტორი
Front News საქართველო
ასეთი ტიპის ავტორიტარული რეჟიმები დაავადებული არიან ბულიმიით. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემა არის განსხვავებული და კრიტიკული აზრი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლიტიზაციაა ხელისუფლების ამოცანა.
“ასეთი ტიპის ავტორიტარული რეჟიმები დაავადებული არიან ბულიმიით. ისინი თვლიან, რომ მთავარი პრობლემა არის განსხვავებული და კრიტიკული აზრი. ფაქტობრივად, შეუზღუდავად ცდილობენ, რომ ყველაფერი გააქრონ. ისინი ფონდებს კი არ აყადაღებენ, არამედ განსხვავებულ აზრს ყველა ფორმით. მაშინაც კი როდესაც ეს არც სჭირდებათ, მაგრამ ეს ხომ დაავადებაა ძალაუფლების. აბსოლიტიზაციაა მათი ამოცანა და აქედან გამომდინარე, განუკითხაობასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება მთლიანად კრიმინალიზებულია, ისინი კრიმინალურ კანონებს აწესებენ და ამ დაწესებული კანონის აღსრულების მიზნით, ყველა სხვას ეძახიან კრიმინალს. თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს