გია ხუხაშვილი - ვერავისგან ვერაფერი ამოიღო და ნერვიულობს, პროცესებს აჩქარებს, რომ მამას დაუმტკიცოს, რა მაგარი ბიჭია


ავტორი
Front News საქართველო
კობახიძე ახლა იბრძვის იმისათვის, რომ ბიძინას სრული სტერილიზაცია მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის, ვერავისგან ვერაფერი ამოიღო და ნერვიულობს, პროცესებს აჩქარებს, რომ მამას დაუმტკიცოს, რა მაგარი ბიჭია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე ცდილობს, ყველას ამოაღებინოს უკან ის თანხა, რაც ბიძინა ივანიშვილს მოჰპარეს.
"ბრაზილიურ სერიალებში ალბათ, ყველას გვინახავს ბოროტი ბავშვი, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ მამიკოს ერთადერთი მემკვიდრე იყოს და თავის და-ძმებზე მამიკოს უყვება, რომ იმათმა ფული მოჰპარეს მამას, ბიზნესი დაუნგრიეს - ჩვენს შემთხვევაში, ეს არის ირაკლი კობახიძე. მან მამიკოს უთხრა, რომ ბევრ ფულს ჰპარავდნენ და ახლა ამ ფულს მოვატანინებო და მართლა იპარავდნენ, სინამდვილეში. ამან დაიწყო ეს ყველაფერი და ერთმა თვითმკვლელობა სცადა, მეორე შეიძლება თავისი სიმამრის მესამე სართულიდან გადმოხტეს და ამ უბედურებას ვუყურებთ.
კობახიძე ახლა იბრძვის იმისათვის, რომ ბიძინას სრული სტერილიზაცია მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის, ვერავისგან ვერაფერი ამოიღო და ნერვიულობს, პროცესებს აჩქარებს, რომ მამას დაუმტკიცოს, რა მაგარი ბიჭია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
თაგები:
გია ხუხაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს