
ავტორი
Front News საქართველო
ამ ინიციატივებით ხელისუფლებას სურს, დავივიწყოთ ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური ვითარება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებული ინიციატივების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, თავისთავად, შესაძლოა, ამ ინიციატივებში მიუღებელი არაფერი იყოს, მაგრამ ამაზე ხელისუფლება რეალობის გადასაფარად საუბრობს.
“ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა და ამის მრავალი ინდიკატორი არსებობს, მაგრამ ხელისუფლებას უნდა საპირისპირო შთაბეჭდილება შექმნას, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, ოღონდ კონკრეტული ამოცანებია გადასაჭრელი. ფსიქოტროპული საშუალებების გაყიდვის თუ კაზინოების გაკონტროლება, თავისთავად, ეს შეიძლება ყველაფერი სწორია, მაგრამ დღეს მათ უნდათ, რომ ამაზე საუბრით მოქალაქეებმა დაივიწყონ ის მწვავე პოლიტიკური ვითარება, რაც არის და ჩათვალონ, რომ ჩვეულებრივ ნორმალურ დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომელსაც რაღაც მიმდინარე პრობლემების გადაჭრა ჭირდება”, – განაცხადა ნოდიამ “მთავარის” ეთერში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს