გია ნოდია – ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის ევროინტეგრაციის კუთხით, არანაირი წინსვლა არ იქნება

ავტორი
Front News საქართველო
მთავარი აზრი არის იმაში, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის ევროინტეგრაციის კუთხით, არანაირი წინსვლა არ იქნება და პირიქით, შეიძლება ისიც კი დაიკარგოს, რა მონაპოვარიც გვაქვს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირიდან გზავნილების შესაბამისი იქნება საქართველოს მიმართ რეზოლუციებიც.
“მთავარი აზრი არის იმაში, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის ევროინტეგრაციის კუთხით, არანაირი წინსვლა არ იქნება და პირიქით, შეიძლება ისიც კი დაიკარგოს, რა მონაპოვარიც გვაქვს.
სხვანაირი შინაარსის გზავნილი არავისგან არ მიგვიღია. ხან ბორელის განცხადება იქნება, ხან ვიღაც სხვა, მაგრამ ეს არის გზავნილი, ასე რომ, შესაბამისად, რეზოლუციაც ამ ძირითადი აზრის გარშემო იქნება”, – განაცხადა გია ნოდიამ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ “საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს” .
თაგები:
გია ნოდია




