გია ნოდია - ამ სანქციებმა უბრალოდ დაადასტურა ის, რაც ისედაც ვიცოდით

ავტორი
Front News საქართველო
ორივე კომპანია არის "ქართული ოცნების" პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტი და ამავე დროს ვიცით, რომ შინაარსობრივად ამ პროპაგანდის გზავნილები ემთხვევა რუსული პროპაგანდის გზავნილებს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციებმა აჩვენა ის, რომ ეს ტელევიზიები რუსული ხელისუფლების გზავნილების გამჟღერებელია.
"ორივე კომპანია არის "ქართული ოცნების" პარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტი და ამავე დროს ვიცით, რომ შინაარსობრივად ამ პროპაგანდის გზავნილები ემთხვევა რუსული პროპაგანდის გზავნილებს. ასე რომ, ამ სანქციებმა უბრალოდ დაადასტურა ის, რაც ისედაც ვიცოდით, თუმცა ამან ოფიციალური სახე მისცა იმ თეზისს, რომ "ქართული ოცნების" განყოფილებები და შტოებია ეს არხები, "ქართული ოცნება" კი პრაქტიკულად, რუსული ხელისუფლებაა ", - განაცხადა გია ნოდიამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები - "იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა.
თაგები:
გია ნოდია




