გია ნოდია – ბევრი მათი მომხრისთვისაც არ არის ეს რეალობა მისაღები, ამიტომ, ისინი რაღაცას იგონებენ

ავტორი
Front News საქართველო
რეალობა არის, რომ ქვეყნის პოლიტიკური კურსი შეიცვალა და რომ დასავლეთი აღარ განიხილავს ქვეყანას ამ ხელისუფლების პირობებში თავის პარტნიორად. მათ ესმით, რომ წინასაარჩევნოდ ამის აღიარება მათთვის წამგებიანია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ამ რეალობას არ აღიარებს იმიტომ, რომ ეს თავისივე ამომრჩევლისთვისაც არ იქნება მისაღები.
“ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” უნდათ, რომ რაღაც ალტერნატიული რეალობა შექმნან. რეალობა არის, რომ ქვეყნის პოლიტიკური კურსი შეიცვალა და რომ დასავლეთი აღარ განიხილავს ქვეყანას ამ ხელისუფლების პირობებში თავის პარტნიორად, ეს რეალობაა, მაგრამ მათ ესმით, რომ წინასაარჩევნოდ ამის აღიარება მათთვის წამგებიანია, იმიტომ, რომ ბევრი მათი მომხრისთვისაც არ არის ეს რეალობა მისაღები, ამიტომ, ისინი რაღაცას იგონებენ”, – განაცხადა გია ნოდიამ.
თაგები:
გია ნოდია




