Logo

გია ნოდია – ჩვენ ვერ გვექნება იმის იმედი, რომ დასავლეთიდან მოწოდებები იმოქმედებს ხელისუფლების პოლიტიკაზე

პოლიტიკა
11.12.2024 / 12:20
Frontnews image description

ჩვენ ვერ გვექნება იმის იმედი, რომ დასავლეთიდან მოწოდებები იმოქმედებს ხელისუფლების პოლიტიკაზე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების დათმობაზე წასასვლელად ქუჩის პროტესტია საჭირო.

“სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გვექნება იმის იმედი, რომ დასავლეთიდან მოწოდებები იმოქმედებს ხელისუფლების პოლიტიკაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მაინც კარგია. ეს გვაძლევს იმის რწმენას, რომ მარტო არ ვართ.

პრაქტიკულად, ხელისუფლება რომ რამე დათმობებზე წავიდეს, ეს დამოკიდებულია ისევ ჩვენს პროტესტზე, ქუჩაზე და არა ევროპის მოწოდებებზე”, – განაცხადა გია ნოდიამ.

თაგები:

გია ნოდია
Advertisement