გია ნოდია – ევროკავშირის აქტიურობა და ცალსახობა პოზიციის, ჩემი აზრით, ქართველი ხალხის აქტივობით არის განპირობებული

ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი ხედავს, საით მიაქანებს ქვეყანას ივანიშვილი, მაგრამ ევროკავშირის აქტიურობა და პოზიციის ცალსახობა, ჩემი აზრით, ქართველი ხალხის აქტივობით არის განპირობებული, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილისთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება ის ფაქტი, როცა დაინახავს ძალაუფლებასთან ერთად ფინანსების დათმობაც მოუწევს
“ევროკავშირი ხედავს, საით მიაქანებს ქვეყანას ივანიშვილი, მაგრამ ევროკავშირის აქტიურობა და ცალსახობა პოზიციის, ჩემი აზრით, ქართველი ხალხის აქტივობით არის განპირობებული. ივანიშვილმა ხელში ჩაიგდო ხელისუფლება იმ დაპირებით, რომ ევროპისკენ წავიდოდა და მერე გადაუხვია და საპირისპირო მიმართულებით მიჰყავს საქართველო. თუნდაც ის, რომ „ქართულ ოცნებას“ უწევს იმის გამეორება, რომ ევროპისკენ მივდივართ ეს უბრალოდ ხაზს უსვამს იმას, რომ ისე მოატყუოს საზოგადოება.
ივანიშვილი, ჩემი დაკვირვებით, უკვე თვლის, რომ სანქციების ქვეშაა და დასავლეთისგან გარიყულია, მაგრამ ისიც ლოგიკურია, რომ ივანიშვილი მიიღებს თუ არა დამარცხებას არჩევნებში, კიდევ უფრო მძიმე იქნება მისთვის ის ფაქტი, როცა დაინახავს ძალაუფლებასთან ერთად ფინანსების დათმობაც უწევს და ამაზე შეგუება ბევრად გაუჭირდება“, – განაცხადა გია ნოდიამ.
თაგები:
გია ნოდია




