გია ნოდია – ისინი ელოდებიან ხალხის დაღლას, შეშინებას, სხვა სტრატეგიაზე ფიქრიც არ დაუწყიათ

ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლებამ არ იცის, რა ქნას. გასაგებია, რომ რაღაც რაოდენობის ხალხს რომ გაიტაცებ, რაღაც დღეებით მოწყვეტ აქციებს, მაგრამ ამ აქციების შემართებას, სიჯიუტეს და რაოდენობას ვერ ცვლის, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების სტრატეგია ხალხის დაღლაა.
“ხელისუფლებამ არ იცის, რა ქნას. გასაგებია, რომ რაღაც რაოდენობის ხალხს რომ გაიტაცებ, რაღაც დღეებით მოწყვეტ აქციებს, მაგრამ ამ აქციების შემართებას, სიჯიუტეს და რაოდენობას ვერ ცვლის. ეს ქმედება არის უფრო სისუსტის აშკარა გამოხატულება. რაც არ უნდა ძლიერი მუშტები ჰქონდეთ სპეცრაზმელებს და მტკივნეულად სცემდნენ ადამიანებს, საბოლოო ჯამში, ეს სისუსტეა.
შიდა ასპარეზზე ხელისუფლებას აქვს ერთადერთი სტრატეგია – ისინი ელოდებიან ხალხის დაღლას, შეშინებას. მოლოდინი აქვთ, რომ შეუძლიათ ამ პროცესების გაგრძელება და ფიქრობენ, რომ ხალხი ადრე თუ გვიან დაიღლებიან. მათ სხვა სტრატეგიაზე ფიქრიც არ დაუწყიათ”, – განაცხადა გია ნოდიამ.
თაგები:
გია ნოდია




