გია ნოდია – სალომე ზურაბიშვილის სასახლიდან გამოსვლით არსებითად არაფერი იცვლება, ვაგრძელებთ ისე, როგორც აქამდე


ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილის სასახლიდან გამოსვლით არსებითად არაფერი იცვლება. ვაგრძელებთ ისე, როგორც აქამდე, – ამის შესახებ ექსპერტი გია ნოდია წერს.
მისივე თქმით, პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლამ ზოგს იმედი გაუცრუა, თუმცა მისი აზრით, ეს არაფერს ცვლის.
“პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლამ ზოგს იმედი გაუცრუა, მაგრამ რაში მდგომარეობდა ის აწ გაცრუებული იმედი, მთლად ცხადი არ არის.
პრეზიდენტის სასახლეში გამაგრებას რა აზრი ჰქონდა? კი, დაიდებოდა კადრები, როგორ ძალით გაჰყავთ სასახლიდან პრეზიდენტი და როგორ უსწორდება პოლიცია მოპროტესტეებს. კიდევ ვიღაცებს სცემდნენ და დააჯარიმებდნენ. კიდევ ერთხელ მოხდებოდა უკვე მრავალგზის დისკრედიტირებული ხელისუფლების დისკრედიტაცია. მერე?
ხელისუფლება რომ ფიზიკური ძალით გვჯობია, ეს ვიცით, მაგრამ ამ მოძრაობას აქვს ორი მთავარი იარაღი – სიმართლე და სიჯიუტე. ეს ძალიან სერიოზული ძალაა და ასეთ ძალას ბევრჯერ გაუმარჯვია.
სალომეს სასახლიდან გამოსვლით არსებითად არაფერი იცვლება. ვაგრძელებთ ისე, როგორც აქამდე”, – წერს გია ნოდია.
თაგები:
გია ნოდია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს