
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკა ამ პირობებში ფსონს დებს იმაზე, რომ ივანიშვილი წააგებს. ამერიკას მსოფლიოში ბევრი საქმე აქვს და საქართველოს ხელისუფლების გულის მოგება მათთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი ვერ იქნება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილს სალაპარაკო აღარ აქვს. გასაგებია, რომ ის დაჰპირდება რაღაცას ხალხს ისევ, მაგრამ მას აქამდე არცერთი დანაპირები არ შეუსრულებია, ამიტომ დარჩა ომის შიში და ამას უნდა მიაწვეს ბოლომდე.
რაც შეეხება ამერიკასთან ურთიერთობას, თუ ივანიშვილმა დაწვა ხიდები ამერიკასთან, ამერიკამაც თქვა, რომ ამ კაცმა დაწვა ხიდები და ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილები?! ცხადია, ამერიკა ამ პირობებში ფსონს დებს იმაზე, რომ ივანიშვილი წააგებს, იმიტომ, რომ ივანიშვილის განცხადებებისა და ქმედებების გამო, არ არის პერსპექტივა რაღაც ურთიერთობის. ჩამოვიდა მნიშვნელოვანი ხალხი და ივანიშვილმა შეხვედრა არ იკადრა. მან დემონსტრაციულად არ მიიღო ისინი და შემდეგ თავის ვეზირებს ისეთი რაღაცები ათქმევინა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან გამოსულმა ადამიანებმა თქვეს, რომ ამათ ჩვენთან ურთიერთობა არ უნდათო და თუ არ უნდათ, ამერიკას მსოფლიოში ბევრი საქმე აქვს და საქართველოს ხელისუფლების გულის მოგება მათთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი ვერ იქნება”, – განაცხადა გია ნოდიამ.
თაგები:
გია ნოდია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს