Logo

გია ნოდია – ტრამპი არ არის ადვილად პროგნოზირებადი, მაგრამ პირველი სიგნალები, რაც არის, დადებითია

პოლიტიკა
1127
Frontnews image description

ცხადია, რომ საქართველო, როგორც საქართველო ტრამპისთვის არ არის პრიორიტეტი, მისთვის პრიორიტეტია რუსეთ-უკრაინის და ახლო აღმოსავლეთის ომი, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ნოდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქმნის ილუზიას, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს დაალაგებს.

“შეიძლება, ცოტა ხანს აცხოვრო ვიღაცები ტყუილში, რომ ევროპასთან და ამერიკასთან დაალაგებ ურთიერთობას ტრამპის და ლეპენის მოსვლის შემდეგ, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ.

ცხადია, რომ საქართველო, როგორც საქართველო ტრამპისთვის არ არის პრიორიტეტი, მაგრამ ტრამპისთვის პრიორიტეტია რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთის ომი, შესაბამისად, მისი საგარეო პრიორიტეტი თავდაპირველად იქნება ეს საკითხები. ტრამპი არ არის ადვილად პროგნოზირებადი, მაგრამ პირველი სიგნალები, რაც არის, დადებითია. რუსების რიტორიკაც შეიცვალა, მათაც ჰქონდათ იმედები ტრამპზე და შეიცვალა, ნაკლებად მეგობრულია ახლა. იმის პერსპექტივა არ არის, რომ ტრამპის და რუსეთის სიამტკბილობა დამყარდეს”, – განაცხადა გია ნოდიამ.

თაგები:

გია ნოდია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები