Logo

გია ჭანტურია – ხელისუფლებამ პრორუსულ ძალებს თავისუფლად მოქმედების უფლება მისცა, სხვანაირად ვერ აიხსნება “ალტ-ინფოს“ 90-მდე ოფისის გახსნა

პოლიტიკა
23.02.2022 / 00:43
Frontnews image description

დღევანდელმა ხელისუფლებამ პრორუსულ ძალებს თავისუფლად მოქმედების უფლება მისცა, სხვანაირად ვერ აიხსნება „ალტ-ინფოს“ მიერ რეგიონებში 90-მდე ოფისის გახსნა, – ამის შესახებ რეჟისორმა გია ჭანტურიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ანალოგიას ხედავს წინა საუკუნის მოვლენებთან, რასაც დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციია მოყვა. 

 

“ძალიან დიდი ანალოგიაა 1918-21 წლის საქართველოს პერიოდთან, 1920 წელს რუსეთმა საქართველოს აღიარების სანაცვლოდ მოითხოვა ორი რამ – სამხედრო ნეიტრალიტეტი და ქვყანაში კომუნისტებისათვის თავისუფალი მოქმედების საშუალების მიცემა. ასეც მოიქცნენ და ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემდეგ,  სწორედ ამ მუშურ-გლეხური ძალის, კომუნისტების მოთხოვნის საფუძველზე შემოვიდნენ რუსები.

 

დღეს რა ხდება? ითხოვს ნეიტრალიტეტს და პრორუსული ძალებისათვის თავისუფლად მოქმედების უფლებას, რისი უფლებაც როგორც ვხედავ, დღევანდელმა ხელისუფლებამ მათ მისცა. სხვანაირად ვერ აიხსნება ალტ-ინფორ მიერ რეგიონებში 90-მდე ოფისის გახსნა. ამდენი ოფისი “ნაციონალური მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” არ აქვს, მგონი,  ჯამში. 

 

დიახ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ ძალას  თავისუფალი მოქმედების უფლება მისცა, უფრო მეტიც,  მათ ჟურნალისტების მკვლელობის უფლებაც მისცეს”, – განაცხადა გია ჭანტურიამ. 

 

პრორუსული  და ძალადობრივი ქმედებებით გამორჩეული დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ მიერ შექმნილი “კონსერვატიული მოძრაობა”  რეგიონებში  ოფისების გახსნას აგრძელებს.  მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით,   გახსნილი აქვთ 90-მდე ოფისი.

თაგები:

ალტ ინფო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები