გია ცაგარეიშვილი – 7 ნოემბერი არის ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მოღალატეობრივი, სისხლიანი და უბედური თარიღი


ავტორი
Front News საქართველო
7 ნოემბერი არის ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მოღალატეობრივი, სისხლიანი და უბედური თარიღი სხვა თარიღებთან ერთად, რომელიც ბევრს ახსოვს ამ ქვეყანაში და მე, სამწუხაროდ, ვარ ამ ყველაფრის შემსწრე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღემდე გაუგებარია, რატომ გაწირა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები სასტიკი დარბევისთვის, რომლის შედეგად, ბევრი ადამიანი დასახიჩრდა.
“ყოველი გაელვება მახსოვს იმ დღისა და დღემდე ვერაფრით გავიგე, რას ერჩოდა მშვიდობიან თანამოქალაქეებს მიხეილ სააკაშვილი, რატომ შეუსია მან თავისი ავაზაკები და ზონდერები დასარბევად. ვერ გავიგე, რატომ გასწირა ასე ხალხი, სასტიკი დარბევის და დასახიჩრებისთვის. ბევრი დასახიჩრდა, ბევრი იმ ავბედითი დღის შემდეგ დაიღუპა. ამ მოვლენების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გმირს გაგახსენებთ, კობა დავითაშვილს, რომელიც დიახ, 7 ნოემბერს შეეწირა. ადამიანი, რომელიც გაიტაცეს რიყის მოედნიდან, სასტიკად სცემეს, აწამეს და ეტყობა, მათ ეგონათ, რომ მომაკვდავი იყო ან უკვე გარდაცვლილი, თბილისიდან, ელიავას ბაზრობიდან გატაცებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ჭიშკართან გადმოაგდეს და იქ უბრალოდ, ბედისწერით გადარჩა. შემდეგ, მისი ყოველი დღე იყო ტანჯვა-წამება და ამ ტანჯვა-წამებაში დალია სული. სხვათა შორის, ნათელ-მირონები იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და კობა დავითაშვილი, ესეც არავის არ ახსოვს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
თაგები:
გია ცაგარეიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში

გრიგოლ ლილუაშვილი – ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება

ირაკლი კობახიძე – 5 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9,3 %, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი