გია ცაგარეიშვილი – ამერიკაში და ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში, სადაც ელექტრონული არჩევნებია, რუსული წესით ტარდება?


ავტორი
Front News საქართველო
ის ხალხი აპროტესტებს ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ვინც ჩემთან ერთად 2000-იანი წლებიდან ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში ეს წესი დანერგილიყო – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ეს ადამიანები ჩაებნენ „ნაცმოძრაობის“ ფერხულს და ამბობენ, რომ ელექტრონული წესით არჩევნები ეს არის არჩევნები რუსული ყაიდით.
“ის ხალხი აპროტესტებს ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ვინც ჩემთან ერთად 2000-იანი წლებიდან ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში ეს წესი დანერგილიყო. უამრავი კონფერენცია მახსოვს, იმდროინდელი ოპოზიციის უამრავი თავყრილობა, რომელიც ითხოვდა სწორედ ელექტრონული წესით არჩევნებს, ახლა ეს აბსოლუტურად ერთი და იგივე ადამიანები ჩაებნენ „ნაცმოძრაობის“ ამ ფერხულს და ამბობენ, რომ ელექტრონული წესით არჩევნები ეს არის არჩევნები რუსული ყაიდით. რატომ, ამერიკაში რუსული ყაიდით ტარდება არჩევნები და ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით, სადაც ელექტრონული წესით არჩევნებია, რუსული წესით ტარდება არჩევნები? – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა “იმედთან”.
თაგები:
გია ცაგარეიშვილი

გია ცაგარეიშვილი – შტატებში არა ელექტრონული სისტემით ჩატარებულ ხარვეზში, ფოსტით გაგზავნილი ხმების დათვლაშია პრობლემა

გია ცაგარეიშვილი – ეტყობა “ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ხელში ჩაიგდოს ცესკო და აკეთოს ის, რასაც აკეთებდა

გია ცაგარეიშვილი – IRI-ის და NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით მწარე გამოცდილება მაქვს, როდესაც სააკაშვილმა 2008 წლის 5 იანვარს არჩევნები გააყალბა