
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის კომენტარი შეაფასა და აღნიშნა, რომ მას ეჭვი ეპარება ელჩის სიტყვებში და დაუჯერებელია არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.
“თუ ნებას დამრთავენ, მე ამ სიტყვებში ეჭვს შევიტან. იმდენად ამაზრზენი და საშინელი იყო ის, რაც გამოქვეყნდა და ბედის ირონია რაში მდგომარეობს იცით?- ისევ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და კოლეგებმა გამოაქვეყნეს ეს ყველაფერი. მე ძალიან ეჭვი მეპარება ამ ქვეყანაში, აშშ-ს ელჩს არ ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. რამდენადაც ვიცნობ ამ ქვეყნის მოქმედების სტილს, მანერას, იმ პოლიტიკას, რომელსაც ის რეგიონში და საქართველოში ახორციელებს, უბრალოდ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია ელჩმა არ იცოდეს ის, რაც ეწერა FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში. ამას ვერავინ დაიჯერებს საქართველოში”,- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან.
თაგები:
გია ცაგარეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს