
ავტორი
Front News საქართველო
“მე ვერ გეტყვით, უნდა ველოდოთ თუ არა ბატონი ბიძინასგან ხელახალ წერილს, მე არ მაქვს არავითარი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით”, – ასე უპასუხა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის და ამერიკის ელჩის შეხვედრასთან დაკავშირებით.
როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, საინტერესო იქნებოდა საუბრის შინაარსი.
“მე ვერ გეტყვით, უნდა ველოდოთ თუ არა ბატონი ბიძინასგან ხელახალ წერილს, მე არ მაქვს არავითარი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ზოგადად, საინტერესო იქნებოდა საუბრის შინაარსი. ეს საუბარი გაიმართა 21 მარტს, უკრაინაში ომი დაიწყო 24 თებერვალს. თუ არ ვცდები, ბუნებრივია, ეს საუბარი, მათ შორის, შეეხებოდა ამ ომს და ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, იმ სტატუს-კვოს, რაც შეიქმნა რეგიონში და ომის პერსპექტივებს და ამ გადმოსახედიდან, საქართველოს მომავალს. მე ამაში უბრალოდ ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც ივანიშვილის წერილიდან ჩანს, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა საუბარი და, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება შინაარსი ამ საუბრის’’, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
თაგები:
გია ცაგარეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს