გია ვოლსკი – ალბათ, ასე სჭირდება თავისი პოლიტიკური რენომესთვის, ალბათ, გეგმები და მიზნები აქვს

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის განცხადებებში „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა იკვეთება, რადგან რეალობას არ შეესაბამება და არც დეფიტიზმია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკის სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს ახასიათებს ცალსახა, მტკიცებით ფორმატში საუბარი.
“პრეზიდენტის განცხადებებში “ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა იკვეთება, რადგან რეალობას არ შეესაბამება და არც დეფიტიზმია. მით უმეტეს, როცა თავდაცვის მინისტრი ამერიკაშია და იქიდან თანამშრომლობის თაობაზე პოზიტიური განცხადებები გაკეთდა. სიტუაცია სხვანაირად გამოიყურება. განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან უნისონში მოქმედებს, დამაზიანებელი და მავნებლურია, თავი რომ დავანებოთ, კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებას.
ამ შემთხვევაში, მისი განცხადება ადეკვატური არ არის, ვითარებასთან შეუსაბამო და მავნებლურია. პრეზიდენტს ახასიათებს ცალსახა, მტკიცებით ფორმატში საუბარი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ალბათ, ასე სჭირდება თავისი პოლიტიკური რენომესთვის, ალბათ, გეგმები და მიზნები აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი




