
ავტორი
Front News საქართველო
დანაშაულის ეს ხარისხი შინაპატიმრობას არ ითვალისწინებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზის განცხადებას, რომელიც სახელმწიფოს სთავაზობს, რომ სააკაშვილი მის ეპარქიაში შინაპატიმრობაში იყოს.
“ამ დონის დანაშაულისათვის კანონი შინაპატიმრობას ან სამაჯურით გაშვებას არ ითვალისწინებს. კანონი ერთია და თუ იქ რაღაც რელიგიურ მოქცევას ან სინანულში ჩავარდნას გულისხმობს მეუფე, ეს მეორე საკითხია, რაშიც ყველა ექსპერტი ვერ იქნება. ამ კაცს [სააკაშვილს] სამონასტრო არც ადრე და არც ახლა არაფერი ეტყობა.
არ მინდა სარკასტული ვიყო, მაგრამ რეალურად ადამიანზეა ლაპარაკი, რომელმაც ათასობით ადამიანს და მთელ სახელმწიფოს სიცოცხლე გაუმწარა, გადაიარა ოჯახებზე. სისხლის გუბეები დააყენა. რეალურად მოახდინა ის, რასაც ოკუპაცია ჰქვია და ახლა ამ ადამიანზეა საუბარი, რომ ის წავა მონასტერში და მოინანიებს – გაგიგონიათ მისგან მონანიების სიტყვა?“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს