გია ვოლსკი – არ შეიძლება ასეთი ოპოზიციონერის ოჯახის წევრი მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან არის წვდომა


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატის გია ვოლსკის თქმით, არ შეიძლება ოპოზიციონერის ოჯახის წევრი მუშაობდეს ისეთ სამსახურში, სადაც შესაძლოა, მას საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა.
“თუ ზურაბ გირჩის ჯაფარიძის მეუღლე გაათავისუფლეს, რა თანამდებობაზე იყო არ ვიცი მაგრამ, თუ მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რასაკვირველია, იგი არ შეიძლება უზიარებდეს ამ ინფორმაციას ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღიურად და მგონია, რომ სწორედაც ესეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მაგრამ, გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს რეალობა, მე არ ვიცი…
ეს ჩემი პირადი აზრია, არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ასეთი პიროვნების წარმომადგენელი, ოჯახის წარმომადგენელი მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან არის წვდომა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ზურაბ ჯაფარიძის მეუღლემ ნატა ქორიძემ დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 17-წლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს, მიზეზად კი რეორგანიზაცია და მისი თანამდებობის გაუქმება დაუსახელეს.
თაგები:
გია ვოლსკი

გია ვოლსკი – იდეის დამკვიდრება არ შეიძლება მოხდეს ძალადობით, ამას პერსპექტივა არ გააჩნია

გია ხუხაშვილი – ნაძვის ხე არ არის ის ფორმატი, სადაც შეიძლება პოლიტიკური საკითხები იხილებოდეს

გია ვოლსკი – განვითარებულ დემოკრატიებში უბედურებები ხდება, მაგრამ ეს არ არის წინაპირობა, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორეს ისე შეუტიოს, ამის საფუძველი არ ჰქონდეს