
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადება, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობები ჩანს, არასწორია.
“არასწორი განცხადებაა-თქო ვამბობ იმიტომ, რომ საზოგადოების უმრავლესობა და უდიდესი ნაწილი არის სწორედაც ორიენტირებული ევროინტეგრაციის პროცესის მიზანზე.
საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს იმ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანაში არჩევნების გზით მოვიდა და სწორედ ამ ხელისუფლების მიერ არის შექმნილი ის კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ ეს მიმართულება მთავარია, საჭიროა, აუცილებელი განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. არსებობს კიდევ მეორე ძალა – რადიკალური ოპოზიციის ხაზით, რომელიც ცდილობს, ამ გზიდან აგვაცილოს და საომარ მოქმედებებში ჩართულობის რეჟიმში გადაგვიყვანოს. ეს არის ფაქტი. თუ ამ ფაქტს სიღრმისეულად შევაფასებთ და ანალიზს გავუკეთებთ, მივხვდებით, სად არის სიმართლე განცხადებებში და სად – სიცრუე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე ანალენა ბერბოკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს” ხედავენ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს