
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“თავისუფალია ხელოვნება აბა რა! და საპირისპირო რა ხდება?! სად ნახეთ დატყვევება? მაგალითი მოიყვანოს ვინმემ, ერთი მაინც. სხვა რამეშია საქმე. კარგი გამოფენები გაკეთდა, კარგი აქციები ჩატარდა, ბევრი პოზიტივიაო ვიღაცამ იფიქრა, ემანდ მშვიდობიანი გარემო არ შეიქმნას მაგ სფეროშიო და აქცია-პერპორმანსი მოიფიქრეს”, – წერს ვოლსკი.
4 თებერვალს მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში კედელზე საკუთარი ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!”
სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს