გია ვოლსკი – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია და ასეთი სიხარული არ გექნებათ


ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია და ასეთი სიხარული უახლოეს პერიოდში, არც შორეულ და შუა პერიოდში თქვენ არ გექნებათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილის არანაირი დასანქცირება არ იგეგმება, რადგან არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ის, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერმაკისა და მაკფოლის თანათავმჯდომარეობით ჯგუფი შეიქმნა, ამას ამერიკის კონგრესიდან განცხადებაც მოჰყვა, რომ ერმაკი შეიძლება საერთოდ „ფეესბეს“-ზე მუშაობს. არავის კითხვა არ დაბადებია იმაზე, რატომ თქვა ეს კონგრესმენმა, რომელიც კონგრესში უკრაინის საკითხების სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს?
რადიკალურ ოპოზიციას როგორც უხარია, ინფორმაციას ისე აჟღერებს და ვითარებას იმ კუთხიდან ქმნის, თავად როგორც ქმნის მოთხრობებს. შემდეგ ამ მოთხრობებზე კითხვებსაც იგონებს და პასუხებსაც თავად სცემს. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია და ასეთი სიხარული უახლოეს პერიოდში, არც შორეულ და შუა პერიოდში თქვენ არ გექნებათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.


გია ვოლსკი – უნდა შეიქმნას აღქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს, რათა მთელი ეს ისტერიული, უტიფარი აგრესია მისკენ იყოს მიმართული

გია ცაგარეიშვილი – ჩვენ მივიღებთ კანონს და კანონის ნორმები მიუდგება ყველას, ვინც ოლიგარქიული საქმიანობითაა დაკავებული და არამც და არამც არ არის ბიძინა ივანიშვილი

გია ვოლსკი – ეს არის განსხვავება, რომელიც არ იცის ანა ფოტიგამ და ალბათ, ვერც გაიგებს