
ავტორი
Front News საქართველო
არ მიმაჩნია, რომ შიდა სამზარეულოს თემები გარეთ იყოს გამოტანილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ჩვენ პოლიტიკური ტრიუკები არ გვჩვევია. ვისაც სჩვევია, მათი წარმომადგენლები ამაზე საუბრობენ, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, რომ კონსპირაციების გარეშე არაფერი ხდება. საერთოდ, მათთვის ზნეობრივი პოლიტიკა წარმოუდგენელია. სამი ადამიანი უმრავლესობიდან წავიდა და თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით.
არ მიმაჩნია, რომ შიდა სამზარეულოს თემები გარეთ იყოს გამოტანილი. რაც საჭიროა და რაც მნიშვნელოვანია, საჯაროდ საუბრისგან თავი არ შეგვიკავებია. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობას“ დაეჯერება, როცა პოლიტიკაში ტრიუკებსა და უზნეობაზე ლაპარაკობენ. რამდენი ხანი იყო კამათი და რა თემებზე, ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს